ნიუ-იორკში თავისუფლების ქანდაკება დამთვალიერებლებისთვის დახურეს
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2018 12:46 · 91 ნახვა
ნიუ-იორკში თავისუფლების ქანდაკება დამთვალიერებლებისთვის დახურეს

აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო, ნიუ-იორკში თავისუფლების ქანდაკება დამთვალიერებლებისთვის დახურეს. მანჰეტენზე ტურისტებისთვის სპეციალური გამაფრთხილებელი აბრები უკვე გამოაკრეს.

გარდა ამისა, დამთვალიერებლებისთვის ასევე დახურულია ბიუჯეტის დაფინანსებაზე დამოკიდებული ეროვნული პარკებისა და მუზეუმების მესამედი ნაწილი.

აშშ-ის ფედერალური უწყებების მუშაობა დაფინანსების არარსებობის გამო შეჩერდა. სენატში დემოკრატებმა დროებითი ბიუჯეტის მიღების საკითხი ჩააგდეს. შესაბამისი კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში მიიღეს, თუმცა სენატმა დაბლოკა.

 

 

ტეგები