"აგარის შაქრის" ქარხნის თანამშრომლები აქციას მართავენ
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2018 12:56 · 73 ნახვა
"აგარის შაქრის" ქარხნის თანამშრომლები აქციას მართავენ

კომპანია "აგარის შაქრის" თანამშრომლები ქარხანასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ქარხანაში რამდენივევი სამუშაო პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ და ამ პერიოდში კომპენსაციის გაცემას ითხოვენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

სოციალური პარტნიორობის ფარგლებში ქარხნის თანამშრომლები ითხოვენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ქარხნის წარმომადგენლებმა ერთობლივად შპს "აგარის ქარხნის" პროფკავშირებთან ერთად იმუშაონ პრობლემის გადაჭრაზე.

ქარხანამ ნოემბრის დასაწყისში მუშაობა რამდენიმე თვით შეწყვიტა. პროფკავშირების თავმჯდომარის ზაზა ალბრიშვილის განცხადებით, პრობლემის მოგვარება გამოიწვევს აგარის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პარალიზებას.

ქარხანაში 481 თანამშრომელი და მათი უმრავლესობა აგარის მცხოვრებელია.

ტეგები