ჩინეთიდან საკონტეინერო მატარებელი საქართველოს გავლით ევროპაში გაემგზავრა
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2018 13:03
ჩინეთიდან საკონტეინერო მატარებელი საქართველოს გავლით ევროპაში გაემგზავრა

ტრანსკასპიური დერეფნის გავლით ჩინეთიდან ევროპაში საკონტეინერო მატარებელი გაიგზავნა. ამის შესახებ commersant-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, საინჟინრო მოწყობილობებით და სხვა საქონლით დატვირთული პირველი საკონტეინერო მატარებელი ურუმჩიდან გამოვიდა და ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპაში ჩავა. მატარებლი სულ 1486 კმ გაივლის და 8 დღეში დანიშნულების ადგილს მიაღწევს.

2018 წელს ურუმჩიდან ევროპაში 1400 მატარებლის გაშვებაა დაგეგმილი. მათი ნაწილი ტრანსკასპიურ დერეფანს გაივლის.

ტეგები