"ეს ტიპი 25 წელი ნაცებს ემსახურა და მათ ტყუილებს ავრცელებდა, ხალხს თავს ესხმოდა და ლაფს ასხამდა!"
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2018 13:19
"ეს ტიპი 25 წელი ნაცებს ემსახურა და მათ ტყუილებს ავრცელებდა, ხალხს თავს ესხმოდა და ლაფს ასხამდა!"

პოლიტოლოგი გია კუჭავა სოციალურ ქსელში ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დატოვებას ეხმაურება.

“ეს ტიპი 25 წელი “რუსთავი-2” მუშაობდა, 25 წელი ნაცებს ემსახურა და მათ ტყუილებს ავრცელებდა, ხალხს თავს ესხმოდა და ლაფს ასხამდა! სასამართლომ 2 წლით ეთერში გასვლა აუკრძალა, როდესაც საქართველოს კულტურის მინისტრს ვალერი ასათიანს რაღაც სატანიზმში დასდო ბრალი.

საინტერესოა რა ბზიკმა უკმინა, რომ ეხლა ტვ “იბერიაზე” გადავიდა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის პირველი მსხვერპლი იყო? მინდა კითხვით მივმართი ტელეკომპანია “იბერიას” მფლობელებს: იმას მაინც თუ ხვდებით ვინ მოიყვანეთ თქვენს არხზე? და ის თუ გესმით, რომ ყოფილი “ნაცი” არ არსებობს?

ნუ თუ ტელეკომპანია “იბერიას” მფლობელები ვერ ხვდებიან, რომ ე.წ. “ნაცებმა” მიმართეს ძველ და გამოცდილ ხერხს – ყველა მედია საშუალებაში, ყველა სტრუქტურაშ საკუთარი კადრების ჩანერგვა და საჭირო დროს ისევ მათ წისქვილზე რო დაასხან წყალი?

და თუ თქვენ ამას ვერ ხვდებით, კაპიკია თქვენი ფასი! 

თუ რამე გარიგებაში ხართ მათთან, მაშვინ იცოდეთ რომ თქვენ გამოგიყენებენ და მერე მოგისვრიან როგორც გამოყენებულ პრეზერვატივს!” – წერს კუჭავა

ტეგები