აჭარაში ბათუმის შემოვლითი გზა აშენდება
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2018 13:29 · 75 ნახვა
აჭარაში ბათუმის შემოვლითი გზა აშენდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძის განცხადებით, ერთ თვეში დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის, აპრილიდან კი ხულო-ზარზმის მონაკვეთის მშენებლობა.

ეს განცხადება ალავიძემ ბათუმში, სტადიონის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე გააკეთა.

„სტადიონის პარალელურად, აჭარაში გვაქვს სხვა უმსხვილესი პროექტები, გვყავს კონტრაქტორი ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთ თვეში უკვე კონკრეტული საქმიანობა დაიწყება ამ მიმართულებით. აპრილიდან ხულო-ზარზმის მიმართულებით დაიწყება მუშაობა, ასევე გზა გაკეთდება გოდერძიდან ბეშუმის მიმართულებით” -განაცხადა ზურაბ ალავიძემ

ბათუმის შემოვლითი გზა ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 19 სახიდე გადასასვლელისა და 5 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.

ტეგები