თურქეთმა აფრინის ტერიტორიაზე ქურთების პოზიციები დაბომბა
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2018 13:54 · 38 ნახვა
თურქეთმა აფრინის ტერიტორიაზე ქურთების პოზიციები დაბომბა

თურქეთმა აფრინის ტერიტორიაზე მყოფი ქურთი მებრძოლების პოზიციები საარტილერიო დანადგარებიდან კიდევ ერთხელ დაბომბა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჯამში 153 დარტყმა განახორციელა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, რეგიონში თურქული მძიმე ტექნიკაც გამოჩნდა, რომელიც „თავისუფალი სირიის არმიის“ წევრების შეტევას უმაგრებს ზურგს.

თურქეთმა სირიაში, კერძოდ აფრინში დაბანაკებული ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გუშინ განაცხადა.

ტეგები