სოფელ ნოსირის მოსახლეობა გზის გაყვანას ითხოვს
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2018 15:42
სოფელ ნოსირის მოსახლეობა გზის გაყვანას ითხოვს

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ნოსირის მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი ქალაქთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.

მოსახლეობის განმარტებით, კომპანია "კობრას" წყლის მაგისტრალური მილი გაჰყავს, რის გამოც გზები გადათხრილია და გადაადგილება ჭირს.

ადგილობრივებს სენაკის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია და კომპანიის წარმომადგენელი ვაჩაგან სააკიანი შეხვდნენ. ისინი ადგილობრივებს პრობლემის უმოკლეს დროში მოგვარებას დაჰპირდნენ.

ტეგები