ჰოსპიტალის ლიფტის შახტაში ქალი ჩავარდა
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2018 16:24 · 433 ნახვა
ჰოსპიტალის ლიფტის შახტაში ქალი ჩავარდა

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალის თანამშრომელი ლიფტის შახტაში ჩავარდა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები“  ავრცელებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

ტეგები