ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ გერმანელს სიკვდილით დასჯიან
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2018 16:39 · 60 ნახვა
ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ გერმანელს სიკვდილით დასჯიან

ერაყის სასამართლომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ბრალდებულ გერმანიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

გამოძიების მიხედვით, ქალი ტერორისტებს ეხმარებოდა და ტერაქტებში მონაწილეობდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გერმანიის მოქალაქემ დანაშაული აღიარა.

გერმანიის ხელისუფლების ცნობით, ბოლო 5 წელიწადში ქვეყნიდან ექსტრემისტები რიგებში გაერთიანების მიზნით ერაყსა და სირიაში 1000 ადამიანი გაემგზავრა. მათგან 300 სამშობლოში დაბრუნდა და 150 კონფლიქტის ზონაში დაიღუპა.

ტეგები