ამ თემის გამოყენება პირადი ინტერესებისთვის ქვეყნის ღალატია – ჩიბურდანიძე
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2018 17:28 · 179 ნახვა
ამ თემის გამოყენება პირადი ინტერესებისთვის ქვეყნის ღალატია – ჩიბურდანიძე

“დემოგრაფიული ფონდის აღორძინების” თავჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე სცოაილურ ქსელში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:

“დღეს ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურმე კახეთის გუბერნატორი ქისტებს დაემუქრა საქართველოდან გაძევებით. როდესაც ინფორმაცია ვრცელდება, შემდეგ ამ ინფორმაციას ამოწმებენ და აზუსტებენ. ეს ის შემთხვევაა, როცა არც გადამოწმება და არც დაზუსტებაა საჭირო. კახეთის გუბერნატორს, ირაკლი ქადაგიშვილს წლებია კარგად ვიცნობ და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ტყუილია. ისეთი პატრიოტი, ფრთხილი და გაწონასწორებული პიროვნება, როგორიც ირაკლია, შეუძლებელია ასეთ რამეს ამბობდეს. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, მათ კარგად არ სცოდნიათ ქისტების ხასიათი. ისინი ყველაზე მეტად პოლიტიკური დივიდენტებისთვის მათი თემის გამოყენებას უფრთხიან და სწორადაც იქცევიან. პანკისში ცეცხლის დანთებას და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას დღეს უკვე, ვერ მიაღწევს ვერც ერთი პოლიტიკოსი, რადგან დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სამშვიდობო პოკიტიკაა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. და თუკი ხელისუფლება პროვოკაციაზე არ წამოეგება და ამის საშუალებას არ გაძლევს, მაშინ ყველა მცდელობა ფუჭია. აღარ ვსაუბრობ იმაზე, თუ რამდენად სახიფათო თამაშს თამაშობენ ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ხომ ხელშეუხებელი თემაა და არ შეიძლება ღია პოლიტიკად აქციო. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენელი ხარ, ამ თემის გამოყენება პირადი ინტერესებისთვის ქვეყნის ღალატია. ვურჩევ ოპოზიციას, სხვა სუსტი წერტილი უპოვონ ოპონენტს, ეს ხელისუფლების ძლიერი მხარეა,” – წერს ჩიბურდანიძე

ტეგები