კასპში მოსახლეობა აქციას მართავს
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2018 18:11
კასპში მოსახლეობა აქციას მართავს

კასპში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი გიორგი სააკაძის ძეგლთან აქციას  მართავს და "ჰაიდელბერგ ცემენტის" ქარხანაში ჩინელების დასაქმებას აპროტესტებს.

ისინი “ჰაიდელბერგ ცემენტის” კასპის ქარხანაში ადგილობრივი მცხოვრებელთა დასაქმებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეთა განმარტებით, ქარხანაში დასაქმებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა და კასპში მცხოვრებლებს დასაქმების საშუალება არ ეძლევათ.

ტეგები