კვლავ სასწორზეა სიცოცხლე – გია მაისაშვილი
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2018 18:29 · 335 ნახვა
კვლავ სასწორზეა სიცოცხლე – გია მაისაშვილი

გია მაისაშვილის ინფორმაციით, მისი ჯამრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

“მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, კვლავ სასწორზეა სიცოცხლე, სიკვდილის შიში არაა, უბრალოდ რამდენია გასაცემი და ეს მენანება. მით უმეტეს მარტში ჩამოსვლას და ჩვენს ახალ პარტნიორებთან ერთად, მსოფლიო სახელის მეცნიერებთან სტენფორდიდან ქართველ განმანათლებლებთან ზაზა მარუაშვილთან და მის კოლეგასთან, ელენესთან, რომელსაც მომავალ ლიდერად ვზრდით თანამედროვე ინფრასტრუქტურაში უნდა გაგვეახლებინა ლიდერთა სკოლა, ახალი რევოლუციური მიგნებების დამატებით.

ცოტა ძალას რომ მოვიკრებ, ვეცდები ფეისბუქზე მოკლედ და მარტივად აგიხსნათ ის დიდი გარღვევა, რაც ლიდერთა სკოლაში გვექნება თქვენთვის. მანამდე ყველა მადლიან ადამიანს გთხოვთ მხურვალე ლოცვასა და კეთილ სურვილებს. მჯერა იმდენი მადლი ტრიალებს და ისეთი შეუპოვარი ბრძოლაა რომ უფალი ჩაერევა და ურჩხულს სიკეთეზე არ გაამარჯვებინებს.

კეთილმა სძლია ბოროტსა არსება მისი გრძელია! მადლობა ყველას, სიცოცხლეს ეზეიმოს!კეთილშობილი მამა ნიკოლოზი ლოცულობს მხურვალედ,”– ამბობს მაისაშვილი.

ტეგები