ქაბულში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2018 20:27 · 45 ნახვა
ქაბულში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სასტუმრო "ინტერკონტინენტალზე" განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მანამდე 5 დაღუპულისა და 6 დაჭრილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა.

20 იანვარს, ქაბულში, სასტუმრო "ინტერკონტინენტალში“ 4 შეიარაღებული პირი შეიჭრა და სტუმრებს ცეცხლი გაუხსნეს. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა თავდამსხმელების ლიკვიდირება მოახდინეს. ტერორისტული აქტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა.

ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "თალიბანმა" აიღო.

ტეგები