მკვლელობამდე ორი დღით ადრე გადმომცა საბუთები, რამე რომ მომივიდეს, შენ გქონდესო - ქუთათელაძის მეუღლე (ვიდეო)
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2018 23:37

სამსონ ქუთათელაძის მეუღლის მეგი სირბილაძის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში ყოფილი დეპუტატი გაღიზიანებული იყო. სიკვდილამდე ორი დღით ადრე, კი მას ქუთათელაძემ ნასყიდობის შესახებ დოკუმენტები შესანახავად გადასცა. ამის შესახებ მეგი სირბილაძე ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში საუბრობს.

"ზუსტად, მკვლელობამდე ორი დღით ადრე, გადმომცა თავისი წილის ნასყიდობის შესახებ საბუთები და მითხრა, შეინახე კარგად, რამე რომ მომივიდეს, ეს შენ გქონდესო", - აცხადებს სირბილაძე.

მისი თქმით, სამსაონ ქუთათელაძეს კონფკლიქტი ჰქონდა გიორგი ჭანტურიასთან

რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზრის ყოფილი მეწილე სამსონ ქუთათელაძე, 15 იანვარს საკუთარ კაბინეტში იპოვეს მოკლული.

ტეგები