საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ჩამოხრჩვალი იპოვეს
ამობეჭდვა · 22 / 01 / 2018 10:16
საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ჩამოხრჩვალი იპოვეს

საბერძნეთში 50 წლამდე ქართველი ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი ვახო კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.

კვარაცხელიას ინფორმაციით, ქალმა გარდაცვალებამდე ოჯახს წერილი დაუტოვა.

„გარდაცვალებამდე მან ოჯახს წერილი დაუტოვა. ის წლების განმავლობაში საბერძნეთში, ერთ-ერთ ოჯახში მოსამსახურედ მუშაობდა," - წერს ჟურნალისტი.

 

ტეგები