„ზურაბ ჟვანია დიდუბის პანთეონში არსებულ საფლავში არ არის“ - ამერიკელი ჟურნალისტის სკანდალური ინტერვიუ
ამობეჭდვა · 22 / 01 / 2018 12:57 · 3520 ნახვა
„ზურაბ ჟვანია დიდუბის პანთეონში არსებულ საფლავში არ არის“ - ამერიკელი ჟურნალისტის სკანდალური ინტერვიუ

„ჟვანია საფლავში არ არის“ – ამ სათაურით გამოქვეყნდა ამერიკელი ჟურნალისტის და ჟურნალ „ვეტერანს თუდეის“ საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელის, ჯეფრი სილვერმანის ინტერვიუ დღეს, გაზეთ „ასავალ-დასავალში“.

როგორც ამერიკელი ჟურნალისტი გამოცემასთან ამბობს, შესაძლებელია ჟვანიას ოჯახი თანახმაა ცხედარს ექსჰუმაცია ჩაუტარდეს, მაგრამ ცხედარი საფლავში აღარ არის. მისი თქმით, ჟვანიას ოჯახმა კომპენსაცია მიიღო და შვილების განათლებაში ჩადო.

„ადრეც გითხარით და ახლაც ვიმეორებ, ზურაბ ჟვანია დიდუბის პანთეონში არსებულ საფლავში არ წევს, ამიტომაც არ აკეთებენ მისი ცხედრის ექსჰუმაციას და ექსპერტიზას. ჟვანიას საქმის გაყალბება პირველივე ექსპერტიზიდან დაიწყო, როდესაც პროზექტურაში გვამიდან ორგანოები ამოიღეს და ისე დაამუშავეს, როგორც თავად აწყობდათ.
ყველასთვის ცნობილია, რომ ამ სახლში სადაც ვითომ ჟვანია გაიგუდა, მისი დაცვის წევრი მიხეილ ძაგანია თავის საყვარელ ქალთან ერთად დადიოდა. ჟვანიას თითის ანაბეჭდები იქ არ აღმოჩნდა, მაგრამ რატომ არ ამბობენ, აღმოაჩინეს თუ არა ძაძამიას ანაბეჭდები ამ იმ ქალის? ან დამთხევა ხომ არ გგონიათ, 2005 წლის 2 თებერვალს დაცვის სამსახურის თანამშრომლები ორად რომ გაყვეს და საქეიფოს სხვადასხვა რესტორანში გაამწესეს? სახელმწიფო დაცვის წევრების ერთ დღეს ასე გაყოფა და საქეიფოდ მათი გარეკვა რომელ განაწესშია წერია? წაიკითხეთ დეტექტივები, მე ხომ ძალიან მარტივ რაღაცას გეუბნებით. შეიძლება ოჯახი თანახმაა ცხედარს ექსჰუმაცია გაუკეთდეს, მაგრამ ჟვანია საფლავში არ არის, მისმა ოჯახმა უკვე მიიღო კომპენსაცია შვილების განათლებისთვის საჭირო სახსრების მიცემის სახით… ჟვანიასთან დაკავშირებით მეტს არაფერს გააკეთებენ“ – აცხადებს ჯეფრი სილვერმანი ინტერვიუში.

ამასთან, ჟურნალისტი ამბობს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე ამ ხელისუფლებისთვის, ისე როგორც ყოფილი ხელისუფლებისთვის „თავის ტკივილია“

„ჟვანიას საქმე როგორც წინა მთავრობისთვის იყო თავის ტკივილი, ისეთივე თავის ტკივილია ამ მთავრობისთვის. ამერიკას ჟვანიას მკვლელობა აწყობდა, რადგან მას რუსეთსა და ამერიკას შორის ლავირება შეეძლო, მოლაპარაკებების ოსტატი იყო და ხვდებოდნენ, რომ მომავალში ის უფრო ევროპულ კურსს აიღებდა, ვიდრე ამერიკულს. ის არ იყო რადიკალი და აქ არც არეულობის გამოწვევა უნდოდა, არც რუსეთს გააღიზიანებდა.. მოკლედ რომ ვთქვა, ჟვანია არც ამერიკის წინააღმდეგი იყო, არც რუსეთის. თავისთვის ცხოვრობდა და ბიზნესინტერსები ჰქონდა. ჩადიოდა სამაჩაბლოში, კურირებდა ალკოჰოლის ბიზნესს, ბათუმიდან ყოველ ექპორტზე დიდი თანხა რჩებოდა. ამერიკას კი ისეთი კაცი აწყობდა, როგორიც იყო სააკაშვილი, რომელსაც სიტუაციას მაშინ აარევინებდნენ, როცა მოესურვებოდათ. და რა ქნეს? პირველ რიგში, სააკაშვილს ის ობიექტები დაახურინეს, საიდანაც ხალხიც სარგებლობდა და ჟვანიაც – ერგნეთისა და სადახლოს ბაზრობები“ – აცხადებს ამერიკელი ჟურნალისტი.

ტეგები