მენინგოკოქცემიის დიაგნოზით იაშვილის კლინიკაში 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 22 / 01 / 2018 18:35
მენინგოკოქცემიის დიაგნოზით იაშვილის კლინიკაში 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

იაშვილის კლინიკაში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით 7 წლის ბიჭი გარდაიცვალა.როგორც მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, ბავშვი დაბალი სიცხით ჯერ მარნეულში, „ავერსის“ კლინიკაში იქნა მოთავსებული, ხოლო მოგვიანებით ის თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 18 იანვარს გარდაიცვალა.

„ვადასტურებ, რომ დიაგნოზი მენინგოკოქცემიაა და ბავშვი ამ დაავადების შედეგად გარდაიცვალა. ეს არის პირველი შემთხვევა, მარნეულში არანაირი ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. N 8 საჯარო სკოლაში, იმ კლასში, სადაც გარდაცვლილი ბავშვი სწავლობდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩავატარეთ, ავუხსენით მშობლებს და მოსახლეობას, რომ ეს არ არის ეპიდემია. გარდაცვლილის კლასელების მშობლებს პროფილაქტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციები მივეცით“, – განაცხადა ეთერ ლაფერაძემ.

 

ტეგები