23 იანვარს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ამობეჭდვა · 22 / 01 / 2018 19:03
 23 იანვარს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 23 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, რიონის, ფოცხიშვილის და ულიანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხევინის მე-10 კილომეტრის (ნაწილობრივ) და დისევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოლმეურნეობის მოედანის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის მაცხოვრებლებს.

კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტეგები