მინი მაუსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 00:43
მინი მაუსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

Disney-ს ცნობილი მულტფილმების გმირს მინი მაუსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ამის შესახებ Variety წერს.

ვარსკვლავის გახსნაში Disney-ს გენერალური დირექტორი რობერტ აიგერი და მომღერალი კეტი პერი მონაწილოებდნენ.

მინი მაუსს, რომელსაც წელს 90 წელი შეუსრულდა, ვარსკვლავი მიკი მაუსზე 40 წლით გვიან გაუხსნეს. დიდების ხეივანში ვარსკვლავები სხვადასხვა დრის ბაგზ ბანის, დონალდ დაკს, ვუდი ვუდპეკერს, ფიფქიას, ვინი პუხს, შრეკს, სიმპსონებსა და სხვა პერსონაჟებს გაუხსნეს.

ტეგები