ხობის კულტურის სახლის რეაბილიტაცია სრულდება
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 10:07 · 43 ნახვა
ხობის კულტურის სახლის რეაბილიტაცია სრულდება

ხობის ამორტიზებული კულტურის სახლს სრული რეაბილიტაცია ორ თვეში დასრულდება. შეიცვალა სცენა, მოეწყო მთავარი დარბაზი, საგრიმიორო, სარეპეტიციო ოთახები, შიდა და გარე ინტერიერი.  დამონტაჟდა  განათების, გათბობის, წყლის და უსაფრთხოების სისტემები. 

 

სამუშაოების მიმდინარეობას, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ხობის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი (დაჩი) ბერაიასთან და მუნიციპალიტეტის მერთად გოჩა ქაჯაიასთან ერთად გაეცნო.

 

„პროექტის დასრულების შემდეგ კულტურის სახლი ფუნქციონალურად დაიტვირთება, აქამდე ელემენტარული სამუშაო პირობები არა არსებობდა, შენობა სავალალო  მდგომარეობაში იყო. თუმცა 2 თვეში, სრულად რეაბილიტირებული კულტურის სახლი გვექნება სადაც ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდება“- აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეტის გუბერნატორმა.

 

ხობის კულტურის სახლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 850 000 ლარით ფინანსდება.  

ტეგები