ჰოლივუდის უხუცესი მსახიობი 105 წლისა გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 10:18 · 143 ნახვა
ჰოლივუდის უხუცესი მსახიობი 105 წლისა გარდაიცვალა

ჰოლივუდის ყველაზე ასაკოვანი მსახიობი კონი სოიერი 105 წლისა გარდაიცვალა. 

 

სოიერი 1912 წელს დაიბადა. ის ემიგრანტი რუმინელი ებრაელების ოჯახიდან იყო. მსახიობმა პირველი როლი 18 წლისამ შეასრულა, კარიერის განმავლობაში კი 140 ფილმში მიიღო მონაწილეობა. ის ძირითადად სატელევიზიო საქმიანობით იყო ცნობილი, ამასთან გადაღებულია ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „როცა ჰარი შეხვდა სალის“, „ჩლუნგი და ჩლუნგზე უფრო ჩლუნგი“, „ანანასის ექსპრესი.“ 

 

99 წლისა ის იყო კინოხელოვანთა აკადემიის უხუცესი წევრი იყო, რომელიც „ოსკარის“ ჟიურიში ირიცხებოდა.  

ტეგები