რუსთავში, მატარებელს მამაკაცი შეუვარდა
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 11:02 · 63 ნახვა
რუსთავში, მატარებელს მამაკაცი შეუვარდა

წინასწარი ინფორმაციით, რუსთავში, რკინიგზის სადგურზე, ლიანდაგებზე მიმავალ მატარებელს მამაკაცი შეუვარდა.  გავრცელებული ცნობით, ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

 

დაშავებული უგონო მდგომარეობით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.  მამაკაცის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

 

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

ტეგები