საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა, გადაზიდვა - რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინა
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 11:16 · 54 ნახვა
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა, გადაზიდვა - რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა, გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინეს.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ქალაქ თბილისში და სამეგრელოს რეგიონში ამოღებულია  დიდი ოდენობით  -  ჯამში  3 050 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. 

ტეგები