ლონდონის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან და სასტუმროდან 1 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 11:40 · 32 ნახვა
ლონდონის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან და სასტუმროდან 1 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ლონდონის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან და სასტუმროდან დაახლოებიტ 1 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

Independent-ის თანახმად, ევაკუაციის მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. პრევენციის მიზნით, ლონდონის ცენტრალური რკინიგზის სადგური დაკეტილია. შემთხვევა დაახლოებით 5 საათის წინ მოხდა.

 

ცენტრალური ლონდონის გავლით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა და 150-მეტრიანი კორდონი განთავსდა. ინჟინრები ცდილობენ დაადგინონ რა გახდა გაზის გაჟონვის მიზეზი.

ტეგები