მტკვარზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 12:32
მტკვარზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში, სამართალდამცავები რუსთავში, მდინარე მტკვარში საგამოძიებებო მოქმედებები დღეს დილიდან განაახლეს. 

 

სამართალდამცველები იარაღთან ერთად ტანსაცმელსაც ეძებენ. საუბარია ტანსაცმელზე, რომელიც მკვლელს, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენისას ეცვა.

 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ ბოროტმოქმედმა კვალის დაფარვის მიზნით დანაშაულის იარაღი და სხვა ნივთმტკიცებები, მათ შორის ტანსაცმელი, მტკვარში გადაყარა. 

 

საგამოძიებო მოქმედებები მდინარეში უკვე სამი დღეა მიმდინარეობს.

ტეგები