შს სამინისტრომ დაგეგმილი რეფორმების განხორციელება, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნით დაიწყო
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 12:36 · 19 ნახვა
შს სამინისტრომ დაგეგმილი რეფორმების განხორციელება, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნით დაიწყო

შს მინისტრის გიორგი გახარიას თქმით,  სტრუქტურულ ნაწილში რეფორმირება შეეხება კრიმინალურ პოლიციას, სასაზღვრო პოლიციას და გაგრძელდება საპატრულო პოლიციით. 

 

„განვაცხადეთ და დავდეთ პირობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმირება დაიწყება თანმიმდევრულად. დავთქვით კონკრეტული თარიღები. დღეს ვასრულებთ ამ დაპირებას, ზუსტად ერთი თვის თავზე წარვადგენთ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციას. ზუსტად ასევე, სხვა მიმართულებებით, სტრუქტურული რეფორმების და შინაარსობრივი ნაწილის რეფორმირების წარმოდგენილი იქნება უახლოეს მომავალში, როგორც დაგპირდით. სტრუქტურულ ნაწილში რეფორმირება შეეხება კრიმინალურ პოლიციას, სასაზღვრო პოლიციას და გაგრძელდება საპატრულო პოლიციით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შინაარსობრივი ნაწილი რეფორმის და რეფორმირების ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია. რომელიც ეხება საგამოძიებო ინსტიტუტების ხარისხის გაზრდას, ტექნოლოგიების დანერგვას, ინოვაციების შემოტანას საგამოძიებო კომპონენტში და რა თქმა უნდა პრევენციასა და ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას. ეს არის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც მუშაობა დაწყებულია. როგორც დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარდგენით დავიცავით ვადა,  ისე დავიცავთ სხვა შემთხვევაშიც“, - განაცხადა გახარიამ.

ტეგები