ტექნოლოგიები განათლების ყველა დონეზე დაინერგება - მიხეილ ჩხენკელი
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 12:52 · 20 ნახვა
ტექნოლოგიები  განათლების ყველა დონეზე დაინერგება - მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების განათლების მინისტრებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს, სხვადასხვა ქვეყნების კოლეგებთან, განათლების ექსპერტებთან და მსოფლიოში ლიდერი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

 

მიხეილ ჩხენკელი ამჯერად მსოფლიო ბრენდის, HP-ის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ისაუბრეს სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების სრული ინტეგრაციის უპირატესობაზე. 

 

ორმხრივ შეხვედრაზე, HP-ის წარმომადგენლებმა ელექტრონული სასკოლო ბიბლიოთეკების ახალ როლზე გაამახვილეს ყურადღება, რომლის დახმარებით, მნიშვნელოვნად გაიზრდება მოსწავლეთა ხელმისაწვდომობა ყველა ტიპის ლიტერატურაზე. HP-ის წარმომადგენლები მზად არიან რეკომენდაცია გაუწიონ ქართულ მხარეს სკოლებისთვის ელექტრონული ბიბლიოთეკის სისტემის აწყობის პროცესში. 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პროფესიულ განათლებაში დანერგვას, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა პროფესიის დაუფლება შესაძლებელი იქნება ვირტუალური სავარჯიშოების და პრაქტიკის დახმარებით.

ტეგები