საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ესტუმრა
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 13:40 · 11 ნახვა
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ესტუმრა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ესტუმრა. გასული წლის განმავლობაში, რუს ვიზიტორთა რაოდენობამ 120 108 ტურისტი შეადგინა. 

 

ვიზიტორთა პირველ ხუთეულში ისრაელი (56148 ტურისტი)  პოლონეთი (31468) უკრაინა (26376)  და გერმანიაც (18494) შედის.  დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი, 112 390 ადამიანი აგვისტოში სტუმრობდა. 

 

გარემოსდაცვითი ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 87 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიაა, კერძოდ - 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 41 ბუნების ძეგლი, 19 აღკვეთილი და 2 დაცული ლანდშაფტი.

ტეგები