გროზნოს მერი, ალბათ, როგორც ტურისტი ისე შემოვიდა და გავიდა - გიორგი გახარია
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 13:49 · 55 ნახვა
გროზნოს მერი, ალბათ, როგორც ტურისტი ისე შემოვიდა და გავიდა - გიორგი გახარია

„არ ვიცი, რა ფორმით, მაგრამ ალბათ, როგორც ტურისტი შემოვიდა და გავიდა”, – განაცხადა გახარიამ გროზნოს მერის ბათუმში სტუმრობის შესახებ კომენტირებისას.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა აგვისტოს ომის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მონაცემებზეც გააკეთა კომენტარი, რომლის თანახმადაც მუსლიმ ხუჩიევი აგვისტოს ომის დამნაშავეა.

 

”ეს ინფორმაცია ახლა თქვენგან პირველად მესმის. ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ. ეს ადამიანი წლებია, არც ერთ სიაში შეყვანილი არ ყოფილა. ამას გადავამოწმებთ და თუ დადასტურდა, შესაბამის ზომებს მივიღებთ”, – განაცხადა გახარიამ.

 

გროზნოს მერი „კურიერმა“ ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გადაიღო, თუმცა მისი საქართველოში ყოფნის მიზეზები უცნობია.

ტეგები