მსახიობ “ბახალას” სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 14:57 · 581 ნახვა
მსახიობ “ბახალას” სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი მოსამართლემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ფაქტზე დამნაშავედ სცნო. მას მოსამართლემ ამ წუთებში განაჩენი გამოიტანა და მას 8 წლით თავისულების აღკვეთა მიუსაჯა.

 

გიორგანაშვილი  სასამართლოს წინაშე  საბოლოო სიტყვით წარსდგა. მსახიობმა აღნიშნა, რომ  მას არ ჩაუდენია დანაშაული, არ ჰქონია კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, ამიტომ საპროცესო შეთანხმებას არ დასთანხმდა.

 

გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მას სასჯელის ზომად ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ. ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს.

ტეგები