ამ სისტემის გამო მეზიზღება ჩემი გამოთაყვანებული ქვეყანა - "ბახალას" დედა
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 15:32 · 1195 ნახვა
ამ სისტემის გამო მეზიზღება ჩემი გამოთაყვანებული ქვეყანა - "ბახალას" დედა

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის დედამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას "მეტრონომი" ავრცელებს.

 

„გამოათაყვანეს საქართველო ამ უსამართლობით და ორი უნამუსო პოლიციელის ჩვენების შემდეგ, ასეთი უნამუსო სპექტაკალის შემდეგ, მარტო ჩემი შვილი კი არ გაწირეს, მთელი ოჯახი დგას ჩემი შვილის უკან. ამ ქვეყანაში ჩემი შვილიშვილების გაჩერება აღარ მინდა. ბავშვობაში მართლა მიყვარდა მილიცია, ახლა მძულს ეს სისტემა, მეზიზღება ჩემი გამოთაყვანებული ქვეყანა ამ სისტემის გამო“, - აცხადებს გიორგი გიორგანაშვილის დედა.

 

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი მოსამართლემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ფაქტზე დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ ამ წუთებში განაჩენი გამოიტანა და მას 8 წლით თავისულების აღკვეთა მიუსაჯა.

ტეგები