ეს ინფორმაცია არის ტყუილი - სოსო ოსორაულის ძმა
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 16:24
ეს ინფორმაცია არის ტყუილი - სოსო ოსორაულის ძმა

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის ოჯახი, კონგოში მყოფ ქართველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია.

 

სოსო ოსორაული, რამდენიმე დღის წინ გერმანიაში ჩავიდა, სადაც მისი ძმის ადგილსამყოფელის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობდა.

 

„მინდა გამოვეხმაურო facebook-ზე დადებულ პოსტს, რომელიც ეხება სოსო ოსორაულს, სადაც ნათქვამია, რომ მე ველაპარაკე სოსოს. ეს ინფორმაცია არის ტყუილი და როცა კი იმის საშუალება იქნება, რომ მას მართლა დაველაპარაკები, ამას საზოგადოება გაიგებს,“ - ამბობს სოსო ოსორაულის ძმა გიორგი ოსორაული.

ტეგები