დიმიტრი ხუნდაძემ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 16:36
დიმიტრი ხუნდაძემ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა. პარლამენტის წევრი ადგილობრივი მოსახლეობის  ყოფით პრობლემებს გაეცნო და კომპეტენციის ფარგლებში, მათ მოგვარებაში ჩაერთო. შეხვედრაზე, რეგიონში განსახლებული იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებლების  დაკანონების  და სოციალური პირობების გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრეს.

 

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რიგ შემთხვევებში, მაჟორიტარისგან ამომრჩევლები ისეთი საკითხების მოგვარებას ითხოვენ, რომელიც მის კომპეტენციას სცილდება, თუმცა არის საკითხები, რომლის მოწესრიგებაც შესაძლებელია.

 

დიმიტრი ხუნდაძე: „არაერთი თხოვნა იყო დასაქმებასთან დაკავშირებით. როცა კონკრეტული ვაკანსია არსებობს და ადამიანური რესურსიც შესაბამისია, რეკომენდაციას ვაძლევ და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით, რომ ადამიანი დასაქმდეს. არის ასევე სხვა საკითხები, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია, თუმცა, რიგ შემთხვევაში მოსახლეობის მიერ დასმული მოთხოვნები მაჟორიტარის კომპეტენციას სცილდება“.

ტეგები