ბექა წიქარიშვილისა და თორნიკე ბზიავას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 16:37
ბექა წიქარიშვილისა და თორნიკე ბზიავას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

თბილისის საქალაქო სასმართლოს ეზოში ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხარზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აღიძრა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 

 

მათივე ცნობით, ჩამსხვრეულია სასამართლოსკარის მინის ჩამტვრევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნული პირების მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა საქალაქო სასამართლოს ეზოში, რაც გახდა მათი დაკავების მიზეზი.

ტეგები