ვულკანის ამოფრქვევა და ზვავი იაპონიაში - არის მსხვერპლი
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 16:53
ვულკანის ამოფრქვევა და ზვავი იაპონიაში - არის მსხვერპლი

1 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა იაპონიის სამთოსათხილამურო კურორტთან ახლოს ვულკანის მოულოდნელი გამოღვიძების შედეგად ჩამოწოლი ზვავისა და ამოფრქვეული ქვის ლოდების გამო.

 

ექვსი მოთხილამურე, რომლეთა შორისაც იყო გარდაცვლი და 30 იაპონელი ჯარისკაცი სავარჯიშოდ იყვნენ გასული, როდესაც ადგილობრივი დროით 10 საათზე მთა კუსაცუ შირანის ვულკანმა გაიღვიძა და რამდენიმე მცირე აფეთქება მოხდა. ვულკანის ამოფრქვევიდან ნახევარი საათის შემდეგ მთაზე ზვავი ჩამოწვა.

 

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 5 მოთხილამურეს და 7 ჯარისკაცს სერიოზული ტრამვები აქვს მიღებული.

 

მთასთან მიახლოება ამ დრომდე აკრძალულია, რადგან ზვავის ჩამოწოლის საფრთხე კიდევ არსებობს. ვულკანის ფერდობებზე არსებული თოვლი შავი ფერფლითაა დაფარული.

 

იაპონიის მედია იუწყება, რომ ზვავი მხოლოდ ვულკანის ამოფრქვევასთან არ არის კავშირში. ცენტრალურ იაპონიაში დიდთოვლობაა რის გამოც 250-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

 

უხვმა ნალექმა სატრანსპორტო მიმოსვლაც შეაფერხა. გაუქმდა სარკინიგზო და ავიარეისები. ჩაიკეტა გზები, რის გამოც ასობით ადამიანს ღამის გათენება ავტომაგისტრალებზე და გვირაბებში მოუხდათ.

 


წყარო

ტეგები