გიორგანაშვილს ვპირდები, რომ მალე საპატიმროს დატოვებს - ბექა წიქარიშვილი
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 17:45 · 51 ნახვა
გიორგანაშვილს ვპირდები, რომ მალე საპატიმროს დატოვებს - ბექა წიქარიშვილი

მოძრაობა “თეთრი ხმაურის” წევრი ბექა წიქარიშვილი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილთან დაკავშირებით მოსამართლე შორენა გუნცაძის გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს. 

 

“პროცესის მიმდევრობა არ მიუთითებდა იმისკენ, რომ ეს გადაწყვეტილება დადგებოდა. მოსამართლის გადაწყვეეტილებით ბრალდების მხარეც კი გაოგნებული დარჩა. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც პროკურატურამ პოლიციელების მიმართ გამოძიებაც კი დაიწყო. უნდა რცხვენოდეს შორენა გუნცაძეს, სასამართლო სისტემას, ამ სახელმწიფოს, რომელიც ამ აბსურდული და სამარცხვინო კანონებით ასამართლებს ადამიანებს. ეს იქნება ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია, გიორგი გიორგანაშვილს ვპირდები, რომ ყველა დანარჩენ ადამიანთან ერთად ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს”, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა “რუსთავი 2”-თან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტეგები