მე რომ რაიმე დანაშაულში მიმიძღოდეს წვლილი, არ გავრისკავდი - „ბახალას“ „საბოლოო სიტყვა“
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 18:37 · 382 ნახვა
მე რომ რაიმე დანაშაულში მიმიძღოდეს წვლილი, არ გავრისკავდი - „ბახალას“ „საბოლოო სიტყვა“

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი („ბახალა) დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „ბახალამ" დღეს გამართულ პროცესზე მოსამართლეს საბოლოო სიტყვით მიმართა:

 

„ქალბატონო მოსამართლე,

 

ჩემ საბოლოო სიტყვაში ყურადღებას იმ გარემოებებზე გავამახვილებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია თქვენ მიერ განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან.

 

მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო თქვენ წინაშე, რომ ჩემ მიმართ წარმოდგენილი ბრალდება აბსურდულია და დაკავებისას მე თან არ მქონია არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება.

 

ასეთი რამ რომ მქონოდა, მე ნამდვილად დავთანხმდებოდით პროკურატურის შემოთავაზებას საპროცესო შეთანხმებაზე, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მკაცრია დღეს არსებული კანონმდებლობა ნარკოდანაშაულის მიმართ და ცხადია, ასეთ დიდ რისკზე არ წავიდოდი.

 

...მთელი ოჯახი დამოკიდებულია ჩემზე. შესაბამისად დავთანხმდებოდი იმ 1 წელს, რომელსაც მთავაზობდა პროკურატურა და გამოვიდოდი ციხიდან სასჯელის მოხდით.

 

...მე რომ რაიმე დანაშაულში მიმიძღოდეს წვლილი, ნამდვილად არ გავრისკავდი არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების კეთილდღეობით.

 

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ აქამდე ნასამართლევი არ ვყოფილვარ და დიდი გამოძიება არ სჭირდება იმას, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში არათუ საფრთხე არ შემიქმნია  ვინმესთვის, პირიქით, ყოველთვის ვცდილობდი, ვყოფილიყავი სოციალურად აქტიური, დამეცვა საზოგადოებრივი სიკეთე და ეს საქმიანობა ჩემთვის არასდროს არ ყოფილა პოზა, არამედ ეს იყო მორალური მოთხოვნილება. ასე მგონია, რომ ადამიანის ცნობადობა სოციალურ პასუხისმგებლობას მხოლოდ ზრდის. რა თქმა უნდა ამ დარბაზში ჩემი ცნობადობა არაფერს შუაშია, მე რიგითი მოქალაქე ვარ, თუმცა სოციალური პასუხისმგებლობა ამ დარბაზში კიდევ უფრო დიდია.

 

ჩემთვის ისიც კარგად არის ცნობილი, რომ ამგვარი პრობლემის წინაშე მხოლოდ მე არ ვდგავარ. ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადებიდან დღემდე მოქმედი არაჰუმანური პოლიტიკა, საზოგადოებრივ ტკივილად იდგა. ის საპოლიციო კონტროლის, დაშინების, დევნის, შანტაჟის, ინფორმაციის გამოძალვის და ანგარისწორების იარაღად ჩამოყალიბდა. შემდეგ კი ათასობით ჩვენი თანამოქალაქის მომავალი გაუბედურდა.

 


იხილეთ ვრცლად

ტეგები