facebook-ის მომხმარებელთა უმეტესობას მეგობრებში ერთი ფსიქოპათი მაინც ჰყავს - კვლევა
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 18:44 · 60 ნახვა
facebook-ის მომხმარებელთა უმეტესობას მეგობრებში ერთი ფსიქოპათი მაინც ჰყავს - კვლევა

მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ს ფსიქოპათია. შესაბამისად, დიდია იმის შანსი, რომ თქვენს Facebook-მეგობრებშიც მოიძებნებოდეს ადამიანი, რომელიც გაუწონასწორებელი აზრებით  იტანჯება. businessinsider-მა ჩაატარა კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ამოვიცნოთ ფსიქოპათი ადამანები ჩვენი facebook-მეგობრების სიაში. ისინი:

 

*გამოირჩევიან ნარცისული შინაარსის პოსტებით;

 

*ხსნიან ყალბ გვერდებს;

 

*წერენ პროვოკაციული შინაარსის სტატუსებს;

 

*გადაჭარბებულად ბევრს წერენ პოლიტიკურ თემებზე;

 

*აგრესიულად ცდილობენ, სხვებიც დააჯერონ საკუთარ მოსაზრებებში;

 

*წერენ ცინიკურ პოსტებს;

 

*კიდევ ერთი ნიშანი ძალიან მოკლე სტატუსებისა და კომენტარების წერაა;

 

*ფსიქოპათიას, შესაძლოა, ავლენდნენ თქვენი ხანდაზმული ნათესავებიც, რომლებიც თქვენი პოსტების ქვეშ მუდმივად გარიგებენ ჭკუას და გამუდმებით გაძლევენ შენიშვნებს. 

 

კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ სოციალურ ქსელში ფსიქოპათიის ნიშნებით მამაკაცები უფრო ხშირად გვევლინებიან, ვიდრე - ქალები. 


წყარო

ტეგები