წესი-ურავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 20:50 · 25 ნახვა
წესი-ურავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის კმ5 მონაკვეთზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მომხდარის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ტეგები