დიდუბეში, ნაძალადევსა და სანზონაში რამდენიმე ქუჩაზე გაზის მიწოდება შეიზღუდება
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 22:03
დიდუბეში, ნაძალადევსა და სანზონაში რამდენიმე ქუჩაზე გაზის მიწოდება შეიზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 24 იანვარს 23:30 საათიდან დიდუბის, ნაძალადევისა და სანზონის რაიონში რამოდენიმე ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.

 

კომპანია ”ყასტრანსგაზ თბილისის” ცნობით, დიდუბის რაიონში, შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირი № 117, № 128, № 130, № 132, წყალტუბოს ქუჩა № 1, № 2, № 3, № 4, № 24, № 25, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, წყალტუბოს, აგლაძის ქუჩებზე მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და მიმდებარედ განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

 

ნაძალადევის რაიონში: ერისთავის ქუჩა № 2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას და მიმდებარედ განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: შპს „უნივერსალი“, შპს „ლიტვური საცხობი“, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია და სხვა.

 

სანზონის რაიონში კი ერისთავის 1 შესახვევი № 2, ერისთავის I ჩიხი, ერისთავის № 3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტს.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზის მიწოდება აღდგება ხუთშაბათს, 25 იანვარს 10:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებლობას იხსნის.

ტეგები