ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის წამოწევის მიზნით საერთაშორისო ფორმატებში ღონისძებები იგეგმება - სოფიო ქაცარავა
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 22:30 · 24 ნახვა
ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის წამოწევის მიზნით საერთაშორისო ფორმატებში ღონისძებები იგეგმება - სოფიო ქაცარავა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა  მდგომარეობის საკითხის წამოწევის მიზნით საერთაშორისო ფორმატებში ღონისძიებები იგეგმება, - ამის შესახებ სოფიო ქაცარავამ სტრასბურგში, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მოხსენების შემდეგ განაცხადა.

 

მოხსენებაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზეა ყურადღება გამახვილებული. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ტიპის პლატფორმების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

 

„ჩვენ აქტიურად ვგეგმავთ ღონისძიებებს საერთაშორისო ფორმატებში, რათა მაქსიმალურად მოხდეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემების წამოწევა და ერთ-ერთი მათგანი არის ოკუპირებული ტერიტორიები და ადამიანის უფლებები“, - განახადა სოფიო ქაცარავამ. 

ტეგები