ქალაქის საცობებისგან განტვირთვისა და ტრანსპორტის მოწესრიგების კუთხით, რამდენიმეეტაპიანი სამუშაოები განხორციელდება
ამობეჭდვა · 24 / 01 / 2018 11:27
ქალაქის საცობებისგან განტვირთვისა და ტრანსპორტის მოწესრიგების კუთხით, რამდენიმეეტაპიანი სამუშაოები განხორციელდება

დედაქალაქის მერია საცობებისგან ქალაქის განტვირთვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების კუთხით, რამდენიმეეტაპიანი სამუშაოების განხორციელებას გეგმავს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ქალაქის  , გამონაბოლქვისშემცირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა დედაქალაქის მოსახლეობის პირდაპირი დაკვეთაა. 

„არსებული პრობლემების გადასაჭრელად, რამდენიმეეტაპიანი სამუშაოების განხორციელებას ვგეგმავთ, რომელიც ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება-რეაბილიტაციისკენ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ არის მიმართული, ხოლო მეორე მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული შეზღუდვების შემოღებისკენ. ვგეგმავთ, როგორც მეტროს რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას, იმისთვის, რომ გადაადგილების დრო შევამციროთ, ასევე, გავზარდოთ მგზავრთა რაოდენობა. ჩვენ ასევე, ვაპირებთ ავტობუსების პარკის განახლებას. გვინდა, რომ არსებული ყვითელი ავტობუსები ახალი, ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩავანაცვლოთ. ვგეგმავთ, ავტობუსების სპეციალური ზოლების - ე.წ. ბასლაინების მოწყობასაც“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის დასუფთავების მანქანების პეციალური გრაფიკით იმოძრავებენ, მოხდება მიკროავტობუსების გაჩერების წესის რეგულაცია და სადისტრიბუციო და სამშენებლო ტრანსპორტზე სპეციალური რეჟიმების განსაზღვრა. 

ტეგები