
მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალური ქსელში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"1. ვისთვისაც გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის გასამართლება მკვლელების შეწყალების ნაწილში პრინციპულად მიუღებელია - ასეთ ხალხთან საერთოდ არ ვდაობ;
2. ვინც სისხლის სამართლის საქმის დეტალებს არ იცნობს, იურისტიც არ არის და მაინც არაკვალიფიციურად მიიჩნევს სააკაშვილის ბრალის ფორმულირებას - ჩემთვის იგივეა, ლანდშაფტის დიზაინერმა რომ ნეიროქირურგიული ოპერაციის ხარისხი შეაფასოს, თანაც ვიდრე პაციენტი ნარკოზშია;
3. ვინც სააკაშვილის განაჩენს არაკვალიფიციურად მიიჩნევს მხოლოდ იმიტომ, რომ მარგველაშვილმა თქვა ასე, იმ მარგველაშვილმა, რომელსაც ეს განაჩენი თვალით არ უნახავს, - ასევე ვერ შევალ პოლემიკაში, რადგან არც ბრმად ცრუმრწმენებთან ვდაობ და არც იმ ხალხთან, ვინც მოწადინებული და დამეცადინებულია, ოღონდ ასეთები ელაპარაკონ ხელისუფლებაზე;
4. ვინც არ თვლის, რომ მოქმედი პრეზიდენტის ოფიციალური განცხადება, ექსპრეზიდენტს მსჯავრი არასამართლებრივად და შერჩევითი მართლმსაჯულების პირობებში დაედოო, თანამედროვე უფლებადაცვითი სტანდარტით, სააკაშვილს უპირობოდ აცხადებს პოლიტიკურ დევნილად, იმ ხალხთანაც არაფერი მაქვს სადავო;
5. ვინც მარგველაშვილის ხრიკი: "მაინც არ შევიწყალებ", მეოთხე პუნქტში აღწერილი მავნებლობის საკმარის კომპენსაციად ჩათვალა და ჭყლოპინით კიდევ იქით უხდის მადლობას მანიპულატორს (რითაც საკუთარ "გონებრივ უმანკოებას" ადასტურებს), - მათ შემიძლია მხოლოდ მივუსამძიმრო",- წერს ნაცვლიშვილი.
ტეგები
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |