საქართველო იწყებს მომზადებას, რათა ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩვენს ქვეყანაში ჩავატაროთ - პრემიერი
ამობეჭდვა · 24 / 01 / 2018 14:28
საქართველო იწყებს მომზადებას, რათა ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩვენს ქვეყანაში ჩავატაროთ - პრემიერი

საქართველო იწყებს მომზადებას დაახლოებით 2030 წლის პერსპექტივისთვის, რათა მოვამზადოთ ყველაფერი, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩვენს ქვეყანაში ჩავატაროთ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

პრემიერის თქმით, დავოსში ჩასვლამდე, ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან.

„ეს ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს ასევე მოიტანს უამრავ ახალ ინვესტიციას, ახალ სამუშაო ადგილს და საქართველოს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საერთაშორისო მასშტაბით. შთაბეჭდილება, რომელიც აბსოლუტურად ყველას დარჩა იმ კომენტარებიდან, რომლებიც მოვისმინეთ, არის ის, რომ საქართველო განვითარების ძალიან სწორ გზას ადგას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში შეხვდა.

შეხვედრაზე თომას ბახმა დადებითად შეაფასა პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდში სპორტის განვითარების კუთხით მიაღწია.

ტეგები