ახმეტაში დაკარგული კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ამობეჭდვა · 24 / 01 / 2018 15:58
ახმეტაში დაკარგული კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ახმეტაში, ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე მაშველებმა 40 წლის მამუკა ძებნიაურის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ძებნიაურს ოჯახი 19 იანვარის შემდეგ ეძებდა. ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ პოლიციას მაშინ შეატყობინა, როდესაც ახლობლებთან ძებნის შემდეგ კვალს ვერ მიაკვლია. მეზობლებმა ძებნიაური ბოლოს სარწყავი არხის ტერიტორიაზე შეამჩნიეს.

მამუკა ძებნიაურს ოთხი დღის განმავლობაში მაშველებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მყვინთავები და პოლიცია ეძებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ტეგები