თბილისში მაღაზიიდან არასრულწლოვნებმა ფული და ტკბილეული მოიპარეს
ამობეჭდვა · 24 / 01 / 2018 16:09

თბილისში, ისანში სურსათის მაღაზია გაქურდეს. დღეს დილით რამდენიმე არასრულწლოვანი მაღაზიაში ფანჯრიდან შევიდა. მოზარდებმა მაღაზიდან დაახლოებით ათასი ლარი და ტკბილეული წაიღეს. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

ტელეკომპანია „იმედმა“ მოიპოვა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ შედიან ბავშვები მაღაზიაში. 

ტეგები