გადაწყვიტე საკუთარი ბედი, მაგრამ ნუ გაამწარებ უახლოეს ადამიანებს - მაია ნიკოლეიშვილი
ამობეჭდვა · 24 / 01 / 2018 23:26
გადაწყვიტე საკუთარი ბედი, მაგრამ ნუ გაამწარებ უახლოეს ადამიანებს - მაია ნიკოლეიშვილი

სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ნარკომანიის საკითხს ეხება და პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"ნარკოტიკის გამსაღებელი დამნაშავეა, აქ ორი აზრი არ არის, მაგრამ ნუ ვიტყვით, რომ ნარკომანი მხოლოდ თავის თავს აყენებს ზიანს! გინახავთ ოჯახი, რომელიც ნარკომანი წევრისგან გაბედნიერებულია? ოჯახის წევრები უხშირესად ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ არიან, ფსიქოლოგიურ ტრავმაზე აღარაფერს ვამბობ! გადაწყვიტე საკუთარი ბედი, მაგრამ ნუ გაამწარებ უახლოეს ადამიანებს, მაშინ შეგიძლია თქვა, რომ არავის აყენებ ზიანს საკუთარი თავის გარდა. ეს ისე, განსჯისათვი”, - წერს მაია ნიკოლეიშვილი.

ტეგები