“თეთრი ხმაურის მოძრაობა” დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს
ამობეჭდვა · 25 / 01 / 2018 10:49
“თეთრი ხმაურის მოძრაობა” დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს.

მოძრაობის წევრების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისა და ბექა წიქარიშვილის გათავისუფლებაა.

მოძრაობაში აცხადებენ, რომ აქცია მშვიდობიანი ხასიათის იქნება და ამით შეეცდებიან კიდევ ერთხელ მოუწოდონ ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ. “ყველა ერთისთვის” - ამ სახელწოდების აქცია დღეს 18 საათზე დაიწყება

ტეგები