26 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ამობეჭდვა · 25 / 01 / 2018 21:01
 26 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება


სამგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და სუხიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხარფუხის, ცურტაველის და გრიშაშვილისქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუნკერთა ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ქვესადგურში „დიღომი-35“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტეგები