ილონ მასკმა ზომბი აპოკალიფსისთვის მზადება დაიწყო
ამობეჭდვა · 28 / 01 / 2018 12:15
ილონ მასკმა ზომბი აპოკალიფსისთვის მზადება დაიწყო

ამერიკელმა მილიარდერმა, SpaceX-სა და  Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კიდევ ერთი კომპანია   მალე ცეცხლმფრქვევის გამოშვებას დაიწყება, რომელსაც აშშ-ს მიჰყიდის. 

ამის შესახებ განცხადება მასკმა ჯერ სოციალურ ქსელში, „ტვიტერის“ პირად გვერდზე გაავრცელა, ხოლო შემდეგ კომპანიის საიტზე. მან აღნიშნა, რომ ასეთი მოწყობილოვა არა მხოლოდ „გააცოცხლებს“ ნებისმიერ ზეიმს, არამედ ზომბი-აპოკალიფსის შემთხვევაშიც გამოდგება.

„როდესაც ზომბი აპოკალიფსი დაიწყება თქვენ მოხარულები დარჩებით, რომ ჩვენი ცეცხლმფრქვევი შეიძინეთ. იგი ეფექტური იქნება ზომბების წინააღმდეგ საბრძოლველად. თუ ეს ასე არ იქნება, მზად ვართ თქვენი ფული უკან დაგიბრუნოთ“, - დაწერა მასკმა. 

მან ისიც დასძინა, რომ „აშშ-ის კანონმდებლობა მსგავსი მოწყობილობის ფლობას არ კრძალავს, რადგან ცეცხლის ნაკადის სიგრძე მხოლოდ 3 მეტრია“.

„გავრცელდა ხმები, რომ თითქოს მე ვაპირებ ცეცხლმფრქვევებზე მოთხოვნის გაზრდის მიზნით, ზომბი აპოკალიფსის მოწყობას. მინდა გითხრათ, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ამას ხომ მილიონი ზომბი მაინც დასჭირდება და აბა მე საიდან შევძლებ ამდენი ზომბის მოყვანას?!“, - დაწერა მასკმა „ტვიტერზე“.

Boring Company-ს საიტზე თითო ცეცხლმფრქვევი 500 დოლარად იყიდება. თუმცა აღწერაში მითითებულია, რომ მყიდველისთვის ნივთის მიწოდებას კომპანია გაზაფხულიდან შეძლებს. 

ტეგები